LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კემერონმა „ავატარის“ მომდევნო ოთხი ნაწილი დააანონსა

50

ჯეიმს კემერონმა ამ დღეებში „ავატარის“ შესახებ ისაუბრა. რეჟისორის თქმით, ის ფილმის ოთხი ნაწილის გადაღებებს გეგმავს. მისი თქმით, ეს იქნება ოთხი ეპიკური ფილმი, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ეპიზოდები იქნება, ხოლო მთლიანობაში საგას შექმნის.

უკვე ცნობილია, რომ მეორე ნაწილი დიდ ეკრანებზე 2018 წელს გამოვა, დანარჩენები კი 2020, 2022 და 2023 წლებში.

შეგახსენებთ, რომ „ავატარის“ ორიგინალი ვერსია 2009 წელს გამოვიდა და საკმაოდ მაღალი მოგებაც მოიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები