LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კორდენმა რიანას ჰიტის პაროდია წარმოადგინა (ვიდეო)

54

ჯეიმს კორდენი ამერიკული ტელეეთერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სახეა. ამ დღეებში მისი გადაცემის, „The Late Late Show with James Corden“-ის YouTube-არხის გამომწერთა რაოდენობამ 10 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ამ ფაქტის აღსანიშნავად ტელეწამყვანმა რიანას ცნობილი ჰიტის „Diamonds“ პაროდია გადაიღო და ვიდეოჰოსტინგზე გააზიარა. კლიპს თაყვანისმცემლების აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა. როგორც ყოველთვის, ისინი აფასებენ კორდენის იუმორს და მისგან ახალ ნამუშევრებს მოელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები