ბრი ლარსონი, ფრენსის მაკდორმანდი, შარლიზ ტერონი, ემი ადამსი, სოფი ტერნერი, ჯო ჯონასი, ნიკოლას ჰოლტი, ტეილორ სვიფტი, ჰელენ მირენი, ზოი კრავიცი – ეს ,,ოსკარების” 91-ე ცერემონიაზე მისული იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ჯეიმს მაკევოიმ პერანგზე ხელი მოაწერინა.

გაირკვა, რომ ცოტა ხნის წინ, შოტლანდიელმა მსახიობმა პერანგი ქველმოქმედების მიზნით აუქციონზე გაიტანა. ლოტის საწყისი ფასი 10 დოლარი იყო, საბოლოო ჯამში კი გოგონამ, სახელად აგნესიმ ის 75 000 დოლარად შეიძინა.
მაკევოის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ თანხა, ნიუ იორკის საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხა, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრებს ეხმარება.