გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს.
„ძალიან საპატიო იყო, რომ ზურაბ ჯაფარიძებ ციხიდან თავის ძლიერ წერილში მახსენა.
ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყონებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე.
ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი იმსახურებენ თავისუფლებასა და სამართალს – ახლავე”, – წერს მაკკლირი და აზიარებს ჯაფარიძის წერილს.