LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი – სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდა

18
forumu

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „ვაჭრობა მომავლისთვის“ ფორუმის მნიშვნელობისა და საქართველოსა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ექვსივე ქვეყნისთვის, ის დიდ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში. 2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ სამოქმედო გეგმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. ჩვენ ვმუშაობთ ახალ სქემებზე, ახალ გეგმებზე, რათა სავაჭრო ურთიერთობები რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა.

აღნიშნულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბთ მაკკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი, ელჩი ლაზარ კომანესკუ და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები