LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ მამოა და ლიზა ბონე საიდუმლოდ დაქორწინდნენ

1347

ბევრს ეგონა, რომ 38 წლის ჯეისონ მამოა და 49 წლის ლიზა ბონე 2007 წელს შეუღლდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცნობილი ადამიანები დაქორწინებულები არ ყოფილან. როგორც დასავლური პრესა წერს, მხოლოდ ამა წლის ოქტომბრის თვეში დააკანონეს თავიანთი ურთიერთობა, რომელიც მთელი 12 წელია გრძელდება და ქორწილი ჩუმად გადაიხადეს. საზეიმო ღონისძიებაზე წყვილის მეგობრები და ნათესავები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ბონეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ალისია ვიკანდერი, მაიკლ ფასბენდერი და სხვები.

ჯეისონ მამოამ და ლიზა ბონემ ქორწილი რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ სახლში, კალიფორნიაში გადაიხადეს.

სამართლიანობის ლიგის ვარსკვლავი და ლიზა ბონე ერთმანეთს 2005 წლიდან ხვდებოდნენ, 2007 წელს კი საერთო პირველი შვილი, ლოლა იოლანი შეეძინათ. მომდევნო წელს წყვილს კიდევ ერთი შვილი, ნაკოა-ვულფ ნამაკეაჰა ეყოლათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები