ჯეისონ მომოა „სამართლიანობის ლიგის“ დანარჩენ ვარსკვლავებს არ ჩამორჩება და ფილმის საპრემიერო დღეებში თაყვანისმცემლებს ფოტოსესიით ანებივრებს. მსახიობმა შთამბეჭდავი კუნთები American Way Magazine-ს ახალ ნომერში წარმოაჩინა.
„სამართლიანობის ლიგის“ მხარდასაჭერი მსოფლიო პრომოტური აზიაში დაიწყო და ევროპაში გრძელდება – სუპერგმირული ბლოკბასტერის ვარსკვლავები სრული შემადგენლობით ლონდონში შეიკრიბნენ. ფილმი ეკრანებზე 16 ნოემბერს გამოდის.