ჯეისონ მომოა და ნიკოლ კიდმანი, კომიქს „აქვამენის“ პერსონაჟების გამოსახულებით გამოცემა Entertainment Weekly-ის გარეკანის სტუმრები გახდნენ.
თუკი მომოასთვის აქვამენის ფორმა კარგად ნაცნობია „სამართლიანობს ლიგაში“, კიდმანმა აღნიშნულ პროექტში ძალები პირველად მოსინჯა. ფოტოზე ის თეთრ სამეფო კაბაშია გამოსახული, თავზე კი გვირგვინი ადგას, როგორც ეს ზღვების დედოფალს შეეფერება.
ფილმს ჯეიმს ვანი მუშაობს, თუმცა სიუჟეტის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ მომოას და კიდმანის გარდა ფილმში ასევე ემბერ ჰერდი, დენიელ რედკლიფი, დოლფ ლუნდგრენი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ. ფილმის პრემიერა კი მიმდინარე წლის დეკემბერშია დანიშნული.





