ჯეკ ნიკოლსონი, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოდან წავიდა, კინემატოგრაფიას დაუბრუნდა. ცნობილი ხდება, რომ ოსკაროსანი მსახიობს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კრისტენ უიგმა უბიძგა. ნიკოლსონი მონაწილეობას გერმანულ კომედიაში „Toni Erdmann“ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ნიკოლსონის კინოდან წასვლის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობს მეხსიერების პერიოდული დაკარგვა სჭირს.