LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

jackshepherd2401a

საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია ბრალდებული. ბრიტანული მედიის ნაწილი წერს, რომ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლულის ოჯახი ითხოვს, რომ შეფერდი დაისაჯოს. 

პაემანზე დაპატიჟებული ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი თბილისში იმალება - BBC

გამოცემა წერს, რომ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც შეფერდის თბილისში შესვლას ადასტურებს, ამასთან არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ მან საქართველო დატოვა.

შეფერდი, მას შემდეგ, რაც BBC-ის სტატია საქართველოშიც გავრცელდა, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g