LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ ბაღაშვილი: იუმორი საუკეთესო მკურნალია, მე ვარ ნათელი მაგალითი

184

Ardaidardo.Ge

გადაცემას „დამზადებულია საქართველოში“ ჯემალ ბაღაშვილი ესტუმრა.


ჩეთვის რთულია  წავიყვანო გადაცემა, მაშინ როდესაც, ასეთი გამოცდილი წამყვანია ჩემთან სტუმრად. პირველ რიგში გილოცავთ ვარკვლავის გახსნას.

ეს გახლდათ ჩვენი საიუბილეო კონცერტი. მამა-შვილი ბაღაშვილის დუეტი 25 წლის გახდა, მე კი, თქვენი მონა-მორჩილი 75 წლის გავხდი. იუმორი საუკეთესო მკურნალია, მე ვარ ნათელი მაგალითი, შინაგანად არ მჯერა რომ ამდენი წლის ვარ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.


რამდენ წელს ითვლის თქვენი მუსიკალური კარიერა?

სცენაზე ვარ 55 წელია, 19 წლის ვიყავი როდესაც იოსებ ტუღუშმა მიმიწვია პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 4 წელი ამ დიდებული ორესტრის გიტარისტი ვიყავი, ჩემთვის ეს უდიდესი სკოლა იყო. 1967 წელს შევიკრიბეთ ოთხი მეგობარი, მე, ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე და ვახტანგ ტატიშვლი – პირველი კვარტეტი „ივერია“, ასეთი სახით ცოტა ხნით ვიარსებეთ. საჭირო იყო ორკესტრი, ცოტა ხანში უკვე ცამეტნი ვიყავით. დაიწყო „ვია“-ს ხანა.


რამ განაპირობა „ივერიის“ პოპულარობა?

წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა, ჩვენ დღემდე ყველანი მეგობრები ვართ. გასტროლებზე იმდენი რამის გადატანა გიწევს ადამიანს, კარგ კაცობას ვერ დაიბრალებ, ასეთი უნდა იყო… ჩვენ გაგვიმართლა. გარდა ამისა, ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა, ეს იყო მიუზიკლისკენ სვლა და ვისწრაფვოდით კიდეც ამისაკენ. ჩვენდა უნებურად ახალი ჟანრის დამფუძნებლები აღმოვჩნდით – ეს იყო საესტრადო მიუზიკლი. ჩვენ არავინ არ გავიმეორეთ, არავინ არ გადავამღერეთ და ჩვენდა საბედნიეროდ მაყურებლისა და ჩვენი გემოვნება დაემთხვა ერთმანეთს.


დღეს რა მდგომარეობაშია „ივერია“?

ჯერ ადამიანი მუშაობს სახელზე და შემდეგ სახელი ადამიანზე. იგივე ეხება ანსამბლსაც, როდესაც ჩვენ უკეთეს ფორმაში ვიყავით, გაცილებით ნაკლები ხალხი გვიცნობდა და ნაკლები
სიყვარული იყო. იმის გამო, რაც უკვე გაკეთებულია, არის უდიდესი სიყვარული. „ივერიას“ მომავალ წელს 50 წელი უსრულდება, ვფიქრობ, საინტერესო ღონისძიება გამოგვივა.


გარდა ივერსიისა, თქვენ დააარსეთ „იუმორინა“…

„იუმორინას“ წინამორბედი იყო ასევე უნიკალური პროექტი „მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს ვარსკვლავები“. მისი რეჟისორი გახლდით ათი წლის განმავლობაში. შეიქმნა ერთი ახალი ოჯახი, სადაც სხვადასხვა თეატრის წარმომადგენელები ერთად მონაწლეობდნენ, მაყურებელი საყვარელ ადამიანს სრულიად ახალ ამპლუაში ხედავდა. ეს იყო ყველაზე რთული წლები და პერიოდი. 2000 წლიდან დაიწყო ახალი ეტაპი, როდესაც დამნიშნეს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარ რეჟისორად, სადაც 15 წელი ვიმუშავე, აქ სხვა არაფერი მევალებოდა გარდა იმისა, რომ ჩამეტარებინა ბევრი კონცერტი. მაშინ უკვე მოგვეცა კერძო ფირმების ჩამოყალიბების უფლება და ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ – 1995 წლის აპრილში. მას შემდეგ კონცერტების სარეკორდო რაოდენობა მაქვს ჩატარებული. ასეთი შემართებით დაიბადა „იუმორინაც“, რომელიც გადაიზარდა სატელევიზიო პროექტად.


ვიცი რომ გამოვიდა სამი დისკი…

ერთია მამა-შვილის საგიტარო კომპოზიციები, მეორეში შედის 14 სიმღერა, რომელშიც ჩემს მიერ შექმნილი სიმღერები და მუსიკაა შესული, მესამე დისკში კი სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერები შევიდა.


მამა-შვილის 25 წლის იუბილეც აღინიშნა, გაგიმართლათ თუ არა შვილმა, როგორ შეაფასებთ გიას…

შეფასებაში სამაოდ ძუნწი ვარ. ერთხელ დავსვი გია, როდესაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ვუთხარი, რომ მეტი აღარ გეტყვი თქო – მე რომ ველოდი და ღმერთს შევთხოვდი იმაზე კარგი შვილი ხარ თქო. ხუთი წლის იყო თავად რომ დაიწყო გიტარაზე მეცადინეობა. მოვუძებნე პატარა გიტარა და დავაწყებინე სავარჯიშოების შესრულება. გია არის მუსიკალური ხელმძღვანელი და მე ეს საქმე მთლიანად მას გადავაბარე. გაიზარდა „ივერიის“ კულისებში და ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა. ის პროფესიონალია. გარდა ამისა, „ლომისის“ გენერალური ხელმძღვანელიც არის.


ვისაუბროთ ალბომზე მამა-შვილი ბაღაშვილი, სადაც ქართულ მელოდიებზე გაამახვილეთ ყურადღება…

მაშინ, როდესაც ძალიან აქტიურად ვეძებდით რეპერტუარს, საქართველოში არავინ უკრავდა საცეკვაო მელოდიებს, არადა სხვა ქვეყნებში საცეკვაო მელოდიების დაკვრა ძალიან პოპულარული იყო. არ იყო ეს მარტივი, მელოდია, რითმი და ჰარმონია ერთად უნდა გამოგვსვლოდა. მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო და ბევრი მიმდევარი გაგვიჩნდა.


როგორც ბევრი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენს, მინდა გთხოვოთ შეაფასოთ ქართული ესტრადა?

მზა რეცეპტი არ არსებობს, რომელიც მდგომარეობას უცბად გამოასწორებს. დღევანდელი სიტუაცია არ არის შემსრულებლების ბრალი, ეს რეალობის ბრალია, არ ვიცით როგორ გავიტანოთ საზღვარგარეთ ქართული მუსიკა. უკეთესი ვითარებაა კლასიკურ მუსიკაში, ბალეტში. სიტყვა ესტრადა არის წმინდა კომუნისტური, საბჭოური მოვლენა. დღემდე არავინ იცის რა არის ესტრადა, ალბათ უფრო „ვარიეტეს“ ნიშნავს, რაც ჟანრთა მონაცვლეობის შესაძლებლობას უშვებს – ცეკვას, სიმღერას, წარმოდგენას. დღეს საქართველოში თარგმნიან არაბულ, აზერბაიჯანულ, ინდურ სიმღერებს, მღერიან და ამბობენ, რომ ეს არის ქართული სიმღერა. ეს არ არის ქართული ესტრადა. იყო პერიოდი, როდესაც უამრავი გენიალური ქართველი კომპოზიტორი წერდა სიმღერებს, ეს იყო ოქროს ხანა.


სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…

მთლიანად გადართულები ვართ ტელეპროექტზე „სტუმრად იუმორინასთან“. ვემზადებით მომავალი, საახალწლო „იუმორინასთვის“, რომელიც საკონცერტო სახით იქნება წარმოდგენილი. გიას გეგმებში, ასევე, სამეცნიერო მუშაობაც არის, ის ლექციებს კითხულობს.


მთავრობის მიმართ პროტესტს ყოველთვის სცენიდან გამოთქვამდით ხოლმე…

აუცილებლად გაგრძელდება ასე… ეს რა თქმა უნდა თვით მიზანი არ არის, თუ არის სათქმელი, თუ ხალხიც მაგ ჭკუაზეა, აუცილებლად უნდა გაახმაურო… ჯიუტი, კახური, სიმართლის პირში თქმის ტრადიცია გაგრძელდება.

ჯემალ და გია ბაღაშვილი – საჭიდაო LIVE

AudioJEMALDAGIABAGASHVILI-SACHIDAOLive


ივერია (თემურ წიკლაური & ნუგზარ კვაშალი) – ქეიფს ვიწყებთ დილიდან

 

AudioIVERIATemurTsiklauriNugzarKvashaliQEIPSVICKEBTDILIDAN

ნუგზარ კვაშალი – რა იშოვე 

AudioNUGZARKVASHALI-RAISHOVE

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiobagashvili

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები