ჯემალ სეფიაშვილის საავტორო მუსიკის საღამო 9 აპრილს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ორკესტრი და ბენდი, ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
მეკო ქავთარაძის გუნდი, თამარ გვერდწითელი, ანსამბლი „შვიდკაცა“, სოფო ხალვაში, მიშო ჯავახიშვილი, მორის ჯანაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ჰერიო, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ლიკა დოლიძე, თეატრალურის კვარტეტი, ლელა თელია, „ქუჩის ბიჭები“, „აპრილია“.