LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემები და მურაბები ევროპაში – პროდუქტები, რომელთა ექსპორტიც გაიზარდა

895

ათი თვის მონაცემებით, ექსპორტის 29%-ზე მეტი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ზრდის ნაწილში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ექსპორტის მაჩვენებლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საექსპორტო პროდუქცია დივერსიფიცირებას ახდენს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია.

„ჩვენ გვაქვს პროდუქტები, რომლებიც უკვე გადიან ევროკავშირის ბაზარზე, მათ ახალი პროდუქტები დაემატა. მაგალითად, ჯემები, მურაბები, ადრე თუ გადიოდა ნედლეული, ახლა გადის გადამუშავებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროდუქცია იგივე ინდუსტრიულ ნაწილში – ავეჯი და ა. შ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რათა განვავითაროთ მეწარმეობა და ექსპორტის ნაწილში გავზარდოთ პოტენციალი ჩვენი ექსპორტიორებისთვის“, – განაცხადა არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g