როგორც ჩანს, დაშორებით გამოწვეული ტკივილი ჯენიფერ ენისტონმა საბოლოოდ დაივიწყა. მსახიობი მონრეალში ჩაფრინდა, სადაც მისი მონაწილეობით ახალი ფილმის „იდუმალი მკვლელობა“ გადაღებები მიმდინარეობს. ენისტონი ადამ სენდლერთან ერთად ფილმში მთავარ როლს ასრულებს. პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან ქსელში უკვე გავრცელდა.
ფილმში ცნობილი მსახიობები მეუღლეებს განსახიერებენ, რომლებსაც უცნობი მამაკაცი მდიდრულ წვეულებაზე დაპატიჟებს. იქ კი ის მოულოდნელად გარდაიცვლება, ეჭვმიტანილები კი სწორედ ზემოთხსენებულ ცოლ-ქმარი არიან.
ფილმის რეჟისორი ჯეიმს ვანდერბილტია. რელიზის თარიღი კი ამ დროისთვის უცნობია.


