ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს დაშორების მომენტიდან, მსახიობის თაყვანისმცემლები ელოდებიან მომენტს, როდის გახდება ცნობილი, რომ ენისტონი და ბრედ პიტი კვლავ ერთად არიან და ურთიერთობას მეორე შანსი მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ისინი 2000-დან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო წყვილად ითვლებოდნენ. დაშორების შემდეგ, მათ აღარ უკონტაქტიათ, თუმცა კომუნიკაცია მას შემდეგ აღდგა, რაც ბრანჯელინას ქორწინებაში ბზარი გაჩნდა. ამჟამად კი, როდესაც ორივე თავისუფალია, დასავლურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ისინი პაემნებზეც დადიან, თუმცა გადამეტებული ინტერესის გამო, ცდილობენ ყურადღება არ მიიქციონ.
თუმცა, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია, რადგან ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება მისი დამადასტურებელი თუნდაც პაპარაცული ფოტომასალა.