LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი კვლავ ბრედ პიტზე საუბრობს

105
page

მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა თავის კოლეგასთან და მეგობართან, ლიზა კუდროუთან ერთად ჟურნალ, Variety-ის პროექტში, Actors on Actors მიიღო მონაწილეობდა.

საუბრის მთავარი თემა ლეგენდარული სერიალი „მეგობრები“ და მასში მიწვეული ცნობილი სტუმრები იყო.

ენისტონი იხსენებდა სერალის ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებს, მათ შორის „მადლიერების დღის“ სერიებს.

„მადლიერების დღის ეპიზოდები? ძალიან სახალისო იყო“, – ჰკითხა ენისტონმა კოლეგას.

ლიზა კუდროუმ უპასუხა, რომ განსაკუთრებით ახსოვს ეპიზოდი, რომელშიც ბრედ პიტი მონაწილეობდა.

„დიახ, შესანიშნავი ეპიზოდები იყო. როცა ბრედი გამოჩნდა, ეს მართლაც ძალიან სასაცილო იყო“, – აღნიშნა ენისტინმა.

„ჩვენ ბრედზე ვჭორაობთ ხოლმე“ – როცა შენი ყოფილი ბრედ პიტია და ეს ფაქტი მრავალი წლის შემდეგაც არ გაძლევს მოსვენებას

შეგახსენებთ, ბრედ პიტი Friends-ის მერვე სეზონში, 2001-2002 წლებში გამოჩნდა. მან უილ კოლბერტის როლი შეასრულა, მონიკასა და როსის სკოლის მეგობრის, რომელსაც რეიჩელი არ მოსწონდა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში პიტი და ენისტონი ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ.

„ყველაფერი ვცადე, ხელოვნური განაყოფიერება, ჩინური ჩაი, კვერცხუჯრედის გაყინვა…“ – ჯენიფერ ენისტონი პირველად ალაპარაკდა ემოციურ საკითხზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები