პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი – ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გააფიქსირეს. მსახიობები ერთმანეთის კომპანიაში ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
გარნერი და აფლეკი შვილებთან ერთად ჯერ საეკლესიო მსახურებას დაესწრნენ, ფოტოგრაფების ობიექტივში კი სწორედ მას შემდეგ მოხვდნენ. ჯენიფერი და ბენი ბევრს იცინოდნენ, მათი ასეთი ბედნიერი გამომეტყველება კი ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ, კადრში პირველად მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა. 10 წლის შემდეგ კი დაშორება გადაწყვიტეს – მიზეზად ძიძა დასახელდა, რომელმაც ბენთან რომანი გააბა და მათი დაშორება მოინდომა. ბენმა და ჯენიფერმა ურთიერთობის შენარჩუნება გადაწყვიტეს, განქორწინების საბუთები კი გარნერმა უკან გამოიწვია. როგორც ჩანს, ამჯერად მათ ოჯახში ჰარმონიამ დაისადგურა.
ბენი და ჯენიფერი სამ შვილს – ორ ქალიშვილსა და ერეთ ვაჟიშვილს ზრდიან.