ვარსკვლავი კოლეგების, ანჯელინა ჯოლის, მადონას, შარლიზ ტერონის, სანდრა ბალოკის და ა.შ. მსგავსად, ბავშვის აყვანა ახლა ჯენიფერ ლოპესმა გადაწყვიტა.
გამოცემა Life and Style-ის ინფორმაციით, მომღერალმა ოჯახის ახალი წევრის მისაღებად საბუთების შეგროვება უკვე დაიწყო. გადაწყვეტილების მიღებაში ლოპესს მეგობარი მამაკაცი კასპერ სმარტი დაეხმარა, მას შემდეგ რაც ერთად გაემგზავრნენ ჰუმანიტარული მისიით კოსტა-რიკაზე და ბავშვების თავშესაფრები მოინახულეს.
29 წლის სმარტს შვილი ჯერ არ ჰყავს, 46 წლის ჯენიფერი კი 7 წლის ტყუპებს – ემისა და მაქსს ზრდის.
კასპერი ლოპესის შვილებთან დიდ დროს ატარებს და მოახერხა, მათი საუკეთესო მეგობარი გამხდარიყო.
შვილის აყვანის იდეა ჯენიფერს ძალიან მოეწონა, ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ორსულობის გამო სხეულის ფორმების დაკარგვის ეშინია. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ ტყუპების გაჩენის შემდეგ ზედმეტი წონის მოშორება ძალიან გაუჭირდა.
