LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ბრჭყვიალა ტრუსებში: პირველი ფოტოსესია ალექს როდრიგესთან

57

48 წლის ჯენიფერ ლოპესი და 42 წლის ალექს როდრიგესი სულ რაღაც რვა თვეა ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა, წყვილს, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს. ჯერ კიდევ ზაფხულში, ჯენიფერმა და ალექსმა ერთმანეთს თავიანთი შვილები გააცნეს, ასევე შეხვდნენ ერთმანეთის დედებსაც. ახლა წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ყველაფერი სერიოზულად არის.

ლოპესმა და როდრიგესმა მარიო ტესტინოსთან ჟურნალ Vanity Fair-ისთვის იპოზიორეს.

ჯენიფერი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს 12 წელია იცნობენ, თუმცა გასულ გაზაფხულამდე მხოლოდ წვეულებებზე ურთიერთობდნენ. გაზაფხულზე კი მომღერალმა პირველი ნაბიჯი გადადგა, ის თავად მივიდა ალექსთან, რიოდესაც ბევერლი ჰილსზე სეირნობდა.

შემეძლო გვერდით ჩამევლო, თუმცა მაინც მივედი და მივესალმე“ – ამბობს ლოპესი გულახდილად.

პირველ პაემანზე ალექსი ძალიან ღელავდა და სწორედ ეს მოეწონა ჯეი ლოს.

„მას თეთრი პერანგი ეცვა, დამაჯერებლად და მამაკაცურად გამოიყურებოდა და ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. არ ვიცი, მისთვისაც პაემანი იყო თუ არა ჩვენი შეხვედრა, თუმცა, ჩემთვის ნამდვილად ასე იყო“ – ამბობს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები