ჯენიფერ ლოპესი და მისი ახალი ბოიფრენდი, ალექს როდრიგესი ნიუ-იორკის ქუჩებში პაპარაცებმა დააფიქსირეს. როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს. საკუთარ გრძნობებზე ამ დღეებში როდრიგესმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი დროს არაჩვეულებრივად ატარებენ და რომ ჯენიფერი არაჩვეულებრივი დედაა.
ალექსისგან განსხვავებით, ოფიციალური კომენტარი ამ რომანზე ჯენიფერს ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა პაპარაცული ფოტოებიდან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება. როგორც ყოველთვის, ლოპესი არაჩვეულებრივ ფორმაშია და თითოეულ მათგანზე ის საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება.