ბოლო დროს დასავლური ტაბლოიდები სულ უფრო ხშირად წერენ ჯენიფერ ლოპესისა და დრეიკის უეცარი დამეგობრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მეგობრები არიან, მათი აქტივობები საპირისპიროზე მეტყველებს.
ცნობილი გახდა, რომ რიანამ, რომელიც დრეიკის ყოფილი მეგობარი გოგოა, სოციალურ ქსელებში ლოპესის გამოწერაზე უარი თქვა. მიზეზად სწორედ ბოლოდროინდელი ჭორებია. ინსაიდერები აცხადებენ, რომ რირი ნაწყენია დრეიკზე, რომელიც მას სიყვარულს სულ ცოტა ხნის წინ ეფიცებოდა.
მალევე, 47 წლის ლოპესმა და 30 წლის დრეიკმა „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც რეპერი მომღერალს ნაზად ეფერება. ეს უკანასკნელი კი მის მუხლებზე წევს. ფოტოს არცერთმა მათგანმა არანაირი კომენტარი არ დაურთო.
https://www.instagram.com/p/BOjX_AJg0-s/?taken-by=jlo&hl=en