ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის თაყვანისმცემლები ყურადღებით აკვირდებიან წყვილის ურთიერთობას და ელოდებიან როდის სთხოვს ხელს ეს უკანასკნელი თავის 49 წლის რჩეულს.
შეიძლება ითქვას, რომ მათი მოლოდინი დასრულდა. ჯეი ლოს უსახელო თითზე, ფანებმა ბეჭედი დააფიქსირეს, რომელიც მომღერლის მიერ ,,ინსტაგრამ სთორიში” გამოქვეყნებული ვიდეოს კადრში წამიერად ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ბრილიანტის ბეჭედი მარჯვენა ხელის თითზე ბრჭყვიალებს ეს კი მაშინ, როცა ნიშნობის ბეჭდის ტარება დასავლეთში მიღებულია მარცხენა ხელის არა თითზე.
ვარსკვლავური წყვილის გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ, რომ მალე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი რომანი ქორწილით დასრულდება.