ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა გადაწყვიტეს საკუთარი სიყვარული ოფიციალურადაც დაემტკიცებინათ.
43 წლის ყოფილმა ბეისბოლისტმა 49 წლის საყვარელ ქალბატონს გუშინ ხელი სთხოვა და სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით – “She said yes”.
https://www.instagram.com/p/Buzz2LMg92D/?utm_source=ig_embed
კადრი, რომელშიც ჯენიფერის ულამაზესი ნიშნობის ბეჭედი ჩანს მომღერალმაც გაუზიარა საკუთარ გამომწერებს. ვარსკვლავურმა წყვილმა მათგან უამრავი მილოცვაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ალექსი და ჯენიფერი უკვე ორი წელია ერთად არიან.
https://www.instagram.com/p/BuxK8jpAK8-/?utm_source=ig_embed
