ჯენიფერ ლოპესის ახალმა ფოტოებმა გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. ინტერნეტში გავრცელდა მომღერლის ყატარში ვიზიტისას გადაღებული ფოტოები, სადაც ის რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები ლოპესმა თავად განათავსა სოციალურ ქსელში, სადაც ის სარკის წინ „ვალენტინოს“ ვარდისფერ კაბაში პოზირებდა.
ამჯერად კი ინტერნეტში გავრცელდა ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტოები, სადაც ის ყატარის სავაჭრო ცენტრის გახსნაზე იმყოფება. სწორედ ამ ცენტრის გახსნაზე მომღერალმა 20 წუთიანი ღონისძიებისთვის 2 მილიონი დოლარი მიიღო. ახალ ფოტოებზე ლოპესი ფანტასტიკურად გამოიყურება თეთრი ფერის შარვალსა და ბორდოსფერ ზედაში, რომელიც „გუჩის“ შლაპასთან აქვს შეხამებული.