ჯენიფერ ლოპესი საკუთარ გარეგნობაზე გულდასმით ზრუნავს. მისი ყოველი გამოსვლა საზოგადოებაში მოდის კრიტიკოსების ყურადღებას იქცევს. ზოგჯერ მას აკრიტიკებენ კიდეც, თუმცა არა ამჯერად.
პაპარაცებმა მომღერლის დაფიქსირება ფილმის Second Act-ის გადაღებებზე შეძლეს. მსახიობმა ამ სეზონზე მრავალფენიანი იმიჯი და პალტო-პლედი მოირგო. ჯენიფერ ლოპესმა წითელი პალტო მოტკეცილ ჯინსსა და ლურჯ ხავერრდის ბოტფორდებს შეუხამა.
პალტო-პლედთან თბილი სვიტერისა და მოდური პერანგის ჩაცმაც შეიძლება.