LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

111
Jennifer-Lopez-to-Star-in-Film-The-Cipher

51 წლის მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და წარმატებული „ბიზნესვუმენი“ ჯენიფერ ლოპესი კარიერული მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.  საუბარია ფილმზე The Cipher, რომელსაც იზაბელ მალდონადოს ბესტსელერის მიხედვით გადაიღებენ.

ფილმის სიუჟეტი,  FBI აგენტის,  ნინა გვერეპოს ირგვლივ განვითარდება, რომელიც სერიული მკვლელის საქმეს იძიებს. აღსანიშნავია, რომ მწერალი FBI-ის სტრუქტურაში  22 წელი მუშაობდა.  ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ინფორმაციას ამის შესახებ ლოპესი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

„ერთი სული მაქვს ეს როდის მოხდება“, –  წერს ვარსკლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები