LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ქარიშხლით დაზარალებულებს მილიონი დოლარით დაეხმარა

65

ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც წარმოშობით პუერტო-რიკოდან არის, ქარიშხალ „მარიას“ შედეგად დაზარალებულთათვის მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ ვარსკვლავმა თავად განაცხადა:

„ჩემი უკანასკნელი შოუდან, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, მილიონ დოლარს გადავურიცხავ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პუერტო-რიკოს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს“, – განაცხადა მომღერალმა და მსახიობმა. ამის გარდა, ლოპესმა და ამერიკელმა მილიარდერმა, მარკ კიუბონმა ადგილობრივებს სურსათით დატვირთული თვითმფრინავები გაუგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ პუერტ-რიკოსა და დომინიკას რესპუბლიკის 33 მაცხოვრებელი იმსხვერპლა. ტროპიკულმა ციკლონმა, ფაქტობრივად, ყველაფერი გაანადგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები