რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, გუშინ კი სპეციალურად თავისი ლაურეატებისთვის სპეციალური საღამო მოაწყო. ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ჯენიფერ ლოპესიც იყო, რომელიც რეიტინგის საკმაოდ მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდა.
ღონისძიებისთვის ლოპესმა საკმაოდ თამამი კაბა შეარჩია, ღრმა დეკოლტეთი და თეძოსთან საკმაოდ დიდი ჭრილით. როგორც ჩანს, მას კაბით გადაადგილება უჭირდა და გამუდმებით ასწორებდა, რათა არ წაქცეულიყო. მის გვერდით იყო ალექს როდრიგესიც, რომელიც თავის რჩეულს ხელს არ უშვებდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი ერთი წლის წინ დაიწყო. მედია ხშირად წერს მათ მოსალოდნელ ქორწინებაზე, თუმცა წყვილი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს.