ჟურნალმა Time ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემამ ექვსი სხვადასხვა გარეკანის მქონე ვერსია გამოაქვეყნა და თითოეულზე მათგანზე რეიტინგის პერსონაჟები გამოსახა. ესენი არიან: მსახიობი ნიკოლ კიდმანი, ჩოგბურთელი როჯერ ფდერერი, მოძრაობა Me Too-ს დამფუძნებელი ტარანა ბერკი, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ტიფანი ჰედიში.
ტრადიციულად, Time-მა გავლენიანი ადამიანები ჯგუფებად დაყო. კატეგორიაში „ლიდერები“ წელს დონალდ ტრამპი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და სხვები მოხვდნენ.
„ტიტანების“ სიაში კი როჯერ ფედერერი, მილიარდერი ილონ მასკი, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და სხვა ადამიანები მოხვდნენ.




