LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ბოიფრენდმა მომღერალზე პირველად ისაუბრა

41

ჯენიფერ ლოპესისა და დრეიკის რომანი ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. მალევე, მომღერალი ახალი მამაკაცის გარემოცვაში აღმოჩნდა და ეს 41 წლის ბეისბოლისტი ალექს როდრიგესი გახდა. ბოლო მომენტამდე წყვილი ურთიერთობას აფიშირებას არ უკეთებდა, ამ დღეებში კი სიტუაცია ალექსმა შეცვალა.

სპორტსმენი ერთ-ერთი პოპულარული თოქ-შოუს სტუმარი გახდა და ჯენიფერზე ისაუბრა: „ჩვენ არაჩვეულებრივად ვატარებთ დროს. ის გასაოცარი და უჩვეულო გოგოა, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, ამასთან, ჯენიფერი არაჩვეულებრივი დედაა“.

თავად ჯენიფერს როდრიგესის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები