LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესისა და ბრეტ გოლდსტინის ქიმია წითელ ხალიჩაზე

109
download

5 ივნისს, ,,ნეტფლიქსზე” ახალი ფილმის – Office Romance პრემიერა შედგება. რომანტიკულ კომედიაში მთავარ როლებს, ჯენიფერ ლოპესი და ბრეტ გოლდსტინი ასრულებენ.

კინოსურათში ჯეი ლო განასახიერებს ავიაკომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც თანამშრომლებისთვის სასიყვარულო ურთიერთობების ამკრძალავი პოლიტიკა აქვს დაწესებული. სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როდესაც კომპანიაში ახალი, მიმზიდველი იურისტი იწყებს მუშაობას, რომელიც გოლდსტინის სახით გვევლინება.

ახლახან, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ეგვიპტურ თეატრში, რომკომის საპრეზენტაციო ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებაზე მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე ერთად იპოზიორეს, სადაც ხაზი გაუსვეს მათ შორის არსებულ ქიმიას, რაზეც წამყვანი მედია საშუალებები ბოლო დროს ხშირად აპელირებენ.

საღამოზე ლოპესმა ყურადღება შთამბეჭდავი ვიზუალითაც მიიპყრო. მას თამამი ჭრილებით მკერდის არეში, ,,ვერსაჩეს” მაღალი მოდის 2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შავი კაბა ეცვა, რომელსაც გრძელი შლეიფი და ბროლის თვლებით გაფორმებული დეტალები ავსებდა. ვინტაჟურ ლუქს ჯენიფერმა Cartier-ის სამკაულები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები