ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სინგლი „Ni Tu Ni Yo“ წარმოადგინა. სიმღერა საკმაოდ მკვეთრი გამოვიდა, ისევე, როგორც მისი გარეკანი იყო, რომელიც ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სიმღერაზე გადაღებულ კლიპს მომღერალი 10 ივლისს წარმოადგენს.
თაყვანისმცემლების აზრით, თრექი ლოპესმა ალექს როდრიგესს მიუძღვნა, რადგან მასში საკუთარ გრძნობებზე მღერის, რომელიც თავს მოულოდნელად დაატყდა, როდესაც შეყვარებას საერთოდ არ გეგმავდა.