პირადი ცხოვრების პარალელურად, აქტიურად ვითარდება ჯენიფერ ლოპესის შემოქმედებაც. ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ახალი სინგლის „Ni Tu Ni Yo“ გარეკანი წარმოადგინა – მასზე მომღერალი ზღვის ფონზე, მკვეთრ ყვითელ ჩაცმულობაშია გამოსახული.
ტეგებში ჯენიფერმა სიმღერის გამოსვლის თარიღ – 4 ივლისი მიანიშნა. ცნობილია, რომ კლიპი ამავე სახელწოდების სიმღერაზე უკვე გადაღებულია.
ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა მომავალ ალბომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დისკი არა მელანქოლიური ბალადების, არამედ ენერგიული, საცეკვაო სიმღერებისგან იქნება შემდგარი.