LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს

62

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი ნახევარი წელია გრძელდება და როგორც ჩანს, ვარსკვლავები ერთმანეთს არაჩვეულებრივად ეწყობიან. როდრიგესი მას მსოფლიოში საუკეთესო ქალს უწოდებს, ლოპესი კი აღიარებს, რომ ამ ურთიერთობამ უკეთესობისკენ შეცვალა.

ცნობილი ხდება, რომ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ამისათვის ისინი უკვე ეძებენ საცხოვრებელს მანჰეტენზე, რომელიც მათთვის და მათი შვილებისთვის იქნება განკუთვნილი. ნიუ-იორკში ჯენიფერი სერიალ „ლურჯის ელფერის“ გადაღებებში  მონაწილეობს, ამიტომ ამ ქალაქში ცხოვრება მისთვის მნიშვნელოვანია. ალექსს კი სურს, მუდმივად მის გვერდით იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები