ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ალექსის გოგონები მათი ბიოლოგიური დედისგან, სინტია სკერტისისგან განსხვავებით, უფრო მეტ დროს ჯეი ლოსთან ატარებენ.
,,მადლობელი ვარ, რომ დღეს მათთან ერთად ვიწყებ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. მადლიერების დღეს გილოცავთ”, – აღნიშნულია პოსტის აღწერაში, რომელსაც მოგვიანებით რამდენიმე ,,სთორიც” მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ,,სთორიში” გაზიარებულ რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოში, დღესასწაულის ტრადიციული ინდაურის კერძის მზადების პროცესია ასახული.



