ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა სათვალეების ავსტრალიურ ბრენდთან, Quay ითანამშრომლეს. გაირკვა, რომ კომპანიამ, 49 წლის შემსრულებელთან და მის 43 წლის საქმროსთან ერთად, მზისგან დამცავი სათვალეების კოლექცია გამოუშვა.
კოლაბორაცია ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს აერთიანებს, რომლის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა თავად ვარსკვლავურმა წყვილმა მიიღო.
იმ ფონზე, როცა ჯეი ლო და ა-როდი ლეიბლის დიდი ხნის თაყვანისმცემლები არიან, ბრენდმა მათთან ურთიერთობის გადაწყვეტილება მარტივად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სათვალეების ფასი 50-დან 60 დოლარამდე მერყეობს.