ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი პერფორმანსი WorldPride Music Festival-ზე, ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა.
ფოტო/ვიდეო: 55 წლის ჯეი ლოს თვალწარმტაცი „ლუქები“ და არნახული პერფორმანსი
გარდა იმისა, რომ ჯეი ლომ პუბლიკას დაუვიწყარი შოუ შესთავაზა, მან ასევე ორი ახალი სიმღერა შეასრულა.
ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში გამოუქვეყნებელი ნამუშევრები – Free და Save Me Tonight ისმის, რომლებიც ლოპესმა პირველად სწორედ ფესტივალზე იმღერა. გავრცელებული ინფორმაციით, Save Me Tonight დევიდ გეტასთან კოლაბორაციაა. აპირებს თუ არა არტისტი ტრეკების სტუდიური ჩანაწერების გამოქვეყნებას და იმღერებს თუ არა მათ მომავალი ტურნეს ფარგლებში, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ კონცერტისთვის ლოპესმა ჯორჯ მაიკლის საკულტო ჰიტი – Freedom! დააქავერა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ჯენიფერ ლოპესი სცენას აქტიურად დაუბრუნდა. მალე ის საზაფხულო ტურნეს დაიწყებს, რომლითაც მსმენელის წინაშე გლობალურად, 6 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება. 10 ოქტომბერს მისი მონაწილეობით ეკრანებზე ფილმი – Kiss of the Spider Woman გამოჩნდება, რომელშიც საუნდტრეკებს თავად ასრულებს.
ჯენიფერ ლოპესი კონცერტებს სომხეთსა და თურქეთში გამართავს – ტურნეს დეტალები ცნობილია
,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ფილმის Kiss of the Spider Woman თრეილერი გამოვიდა