ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ჯენიფერ ლოურენსს რომანი 33 წლის კუკ მარუნისთან აქვს. ეს უკანასკნელი სამხატვრო გალერეის მფლობელია. ინფორმაცია ამ დღეებში ოფიციალურად დადასტურდა: წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში რომანტიკული ვახშმის დროს გადაიღეს.
ლოურენსი ლურჯ ჯინსებსა და კრემისფერ ზედაში იყო.
კუკზე ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ხელოვნებით არის გატაცებული და გალერეა Gladstone-ში მუშაობს. ჰოლივუდელი ლამაზმანი მან საერთო მეგობრების საშუალებით გაიცნო.





