ჯიმი კემელი არა მხოლოდ აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული წამყვანია, არამედ შესანიშნავი მამაც არის. იმისათვის, რომ მან დრო საკუთარ ვაჟთან ერთად გაატაროს, რომელსაც გულზე ოპერაციის გაკეთება უწევს, კიმელმა დროებით თოქ-შოუს, Jimmy Kimmel Live-ის წაყვანაზე უარი თქვა. წამყვანმა შემცვლელები უკვე იპოვა. იმისათვის, რომ ტელემაყურებლები შოუს ახალი გამოშვებების გარეშე არ დარჩნენ, ჯიმიმ დროებით წამყვანებად ჯენიფერ ლოურენსი, ჩენინგ ტატუმი, დეივ გროლი და შაკილ ო’ნილი მიიწვია. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეთერს გადაარჩენს, არამედ ტელეშოუს პოპულარობასაც გაზრდის.
Hollywood Reporter წერს, რომ ჯიმი აუცილებლად დაუბრუნდება თავის საქმიანობას. გარდა ამისა, კიმელი 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში ოსკარის ცერემონიას წაიყვანს.