უკანასკნელი რამდენიმე თვე ჯენიფერ ლოურენსს საკმაოდ დატვირთული აქვს: მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „დედა!“, „ბნელი ფენისი“ და „წითელი ბეღურა“, უახლოეს მომავალში კი „იქს ადამიანების“ გადაღებებიც დაიწყება, სადაც ლოურენსმა მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. ამის შემდეგ ლოურენსი კინოდან წასვლას გეგმავს.
მსახიობმა თავად აღიარა, რომ შემოქმედებით შვებულებაში მინიმუმ ორი წლით წავა. „უახლოეს მომავალში ახალი პროექტის აღებას აღარ ვაპირებ. ჯერ არ მიფიქრია რას გავაკეთებ. ალბათ ვიპოვი რამე საინტერესო საქმიანობას, თუმცა უახლოესი ნახევარი წელი უბრალოდ დავისვენებ“, – განაცხადა ვარსკვლავმა.