LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი ქორწილისთვის ემზადება (ფოტო)

688
13447952-0-image-a-54_1557764427972

ნიუ-იორკში, ჯენიფერ ლოურენსისა და კუკ მარონის წინა საქორწილო წვეულება გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ქორწილის ზუსტ თარიღს არ ახმაურებს, ამერიკელი მსახიობის თაყვანისმცემლები ფავორიტი ვარსკვლავის მომავალ ლუქს უკვე აფასებენ.

იმ ფონზე, როცა 28 წლის ლამაზმანი საღამოზე L. Weels-ის 2,300 დოლარის ღირებულების კაბით მივიდა, მარტივი მისახვედრია, რომ ის ქორწილში კიდევ უფრო ელეგანტური და დახვეწილი პატარძლის იმიჯს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ  ლოურენსი აქამდე გათხოვილი არ ყოფილა, თუმცა ცნობილია მისი რომანები ჰოლივუდის არაერთ სახესთან, მათ შორის კი მასზე 22 წლით უმცროს რეჟისორთან, დარენ არონოფსკისთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები