ჯენიფერ ლოურენსი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა X-Men-ის პრემიერაზე, ისევე როგორც მოგვიანებით გამართულ ავთერფართიზე. ოსკაროსანი მსახიობი ღამის კლუბში პირადი მცველის თანხლებით მივიდა. ის ბრწყინავდა სექსუალურ კაბაში, რომელიც დეკოლტირებული გახლდათ და ყველა რაკურსით აჩენდა მსახიობის სილამაზეს. კაბა ლოურენსმა Dior-ის კოლექციიდან შეარჩია.
რაც შეეხება Jimmy Choo-ს ფეხსაცმელს, რომელიც 695 ფუნტი სტერლინგი ღირს, ის სწორედ ამ ყვავილოვან კაბასთან იყო შეხამებული. ფოტოგრაფებმა არ დაზოგეს თავი, რომ ჯენიფერ ლოურენსი ყველა კუთხით გადაეღოთ და მაშინაც დააფიქსირეს, როცა მსახიობი მანქანით სახლში ბრუნდებოდა.