LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსისა და დარენ არონოფსკის პირველი ოფიციალური გამოსვლა (ფოტო)

111

27 წლის ჯენიფერ ლოურენსისა და 48 წლის დარენ არონოფსკის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი ერთობლივად მუშაობდნენ ფილმზე „დედა!“, სადაც არონოფსკი რეჟისორი, ხოლო ლოურენსი მთავარი როლის შემსრულებელია. შეყვარებულები ამ ყველაფრის აფიშირებას არ ახდენდნენ, თუმცა პაპარაცებისგან თავის დაღწევა მათ კარგადაც არ გამოდიოდათ.

ვენეციის 74-ე კინოფესტივალის კი სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც შეყვარებულები ოფიციალურად პირველად გამოჩნდნენ ერთად და სადაც ფილმის ოფიციალური პრემიერა გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე მათთან ერთად ფილმის სხვა მთავარი როლის შემსრულებლები, ხავიერ ბარდემი და მიშელ პფაიფერი გამოვიდნენ, თუმცა მთავარი ყურადღება მაინც დარენზე და ჯენიფერზე იყო მიპყრობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები