ოსკაროსანმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა კენტუკიში, მშობლიურ ქალაქ ლუისივილში მდებარე კლინიკას 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა. თანხა საავადმყოფოს ახალი ფრთის მშენებლობას მოხმარდება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია კარდიოლოგიური განყოფილების შექმნა. მე შემიძლია დავეხმარო ბავშვებს და მოვუწოდებ ყველას, ვისაც საშუალება აქვს, იგივე გააკეთოს,“ – წერს ლოურენსი საკუთარ განცხადებაში.
საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში კი აღნიშნულია, რომ ახალი ფრთა აღჭურვილი იქნება უახლესი სამედიცინო აპარატებით. პალატებში კი პატარა პაციენტებს დაეხმარებიან, სწრაფად მოახდინონ რეაბილიტაცია გულის ოპერაციებისა თუ სხვა მანიპულაციების შემდეგ.