LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

41

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ოქროს გლობუსის“ მფლობელის, ჯენიფერ ლოურენსის ინტერვიუს. მსახიობმა გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როცა რეპორტიორმა მსახიობს ტელეფონიდან წაუკითხა შეკითხვა, მსახიობმა წონასწორობა დაკარგა: „თქვენ არ შეგიძლიათ ცხოვრება გაატაროთ ტელეფონში. ასე არ შეიძლება. უნდა იცხოვროთ რეალურ დროში“ – მიმართა მსახიობმა ჟურნალისტს. მოგვიანებით კი ამავე რეპორტიორის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის თავს ოსკარის პრეტენდენტებს შორის უპასუხა; „ჩვენ ახლა ოქროს გლობუსზე ვიმყოფებით, თუ მოშორდებით ტელეფონს, ამას შეამჩნევთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოურენსმა წლევანდელ ოქროს გლობუსზე პრიზი მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმიდან „ჯოი“.

https://www.youtube.com/watch?v=F22ZjSjq_44

 

73rd Annual Golden Globe Awards - Arrivals 73rd Annual Golden Globe Awards - Press Room

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g