27 წლის მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა Jimmy Kimmel Live-ის უცვლელი წამყვანი ჩაანაცვლა, გადაცემის სტუმარი კი კიმ კარდაშიანი იყო. საინტერესოა, რომ მსახიობი კიმის თაყვანისმცემელი გახლავთ.
კიმის გამოსვლამდე წამყვანმა განაცხადა, რომ უკვე ათ წელზე მეტია, ის მისი სტუმრის ოჯახის თაყვანისმცემელია. პირველ რიგში, ლოურენსმა სტუმარს რამდენიმე პირადი ხასიათის შეკითხვა დაუსვა. ერთ-ერთი მათგანი კი ბლექ ჩაინასა და კიმის ძმის, რობ კარდაშიანის გახმაურებულ დაშორებას შეეხო. მსახიობმა კიმს ყოველგვარი მორიდების გარეშე ჰკითხა, რას ფიქრობს ძმის ექს–მეუღლეზე.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუკი ვინმე ამ კითხვას დამისვამდა, ჩემს პასუხს ერთხელაც ჩემი ძმისშვილი, დრიმ რენე მოისმენს, ამიტომ არაფერს არ ვიტყვი“ – განაცხადა კიმიმ.
შემდეგი კითხვა, რომელიც წამყვანმა დასვა ასეთი იყო: „რას აკეთებთ სახლში ჩვეულებრივ დროს“.
„ყოველ საღამოს ჩვენ Family Feud-ს ვუყურებთ, რომ ერთად დავიძინოთ”
გარდა ამისა, ჯენიფერ ლოურენსმა კიმის ყოფილი ბოიფრენდი, რეჯი ბუში და მისი ცოლიც ახსენა, რომელიც კიმს ძალიან ჰგავს. „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავმა ისიც გაიხსენა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ისეთი ნასვამი იყო, კიმის დედის, კრის ჯენერის კარადაში შიშველს გაეღვიძა.
ლოურენსმა გადაცემის ბოლოს კიმს თავისი ორი ნახატი აჩუქა.
ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს გოგონების სექსუალური ჩაცმულობა.

