ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯენიფერ ლოურენსმა ნიუ-ორკში Alexander Wang-ის ბუტიკში იშოპინგა. 25 წლის მსახიობმა გადაწყვიტა მარტო ყოფილიყო მაღაზიაში და ამისთვის ბუტიკის წინასწარ დახურვა მოითხოვა. მსახიობს სურდა მარტო დაეთვალიერებინა სამოსი და ის არავის შეეწუხებინა. ის ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ბუტიკში შედიოდა. მსახობს Alberta Ferretti-ის ტყავი ქურქი ეცვა, რომელიც ქუსლიან ფეხსაცმელთან იყო შეხამებული.
სპეციალურად ლოურენსის ვიზიტისთვის დაცვამ მომხმარებლების ევაკუაცი მოახდინა. მაღაზიიდან კი მსახიობი დატვირთული გამოვიდა.