ჯენიფერ ლოურენსმა განაცხადა, რომ ახალი წელი სძულს. მსახიობის თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ იგი კმაყოფილი დარჩენილიყო.
„ნამდვილად მეზიზღება, არასოდეს მქონია კარგი ახალი წელი. ყველა ცდილობს, დრო კარგად გაატაროს, რაც საბოლოოდ იმედგაცრუებით სრულდება. ამჯერად ვგეგმავ, საერთოდ არაფერი გავაკეთო, რადგან ახალ წელს ყოველთვის ვარ ნასვამი და იმედგაცრუებული,“ – ამბობს ლოურენსი.