LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე – ნაყოფია მელიასთან შეხვედრის შემდეგ

67
photo-2021-03-17-15-43-53

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობა ნაყოფიამ განაცხადა, დღეს პარტიის თავმჯდომარესთან პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არ უსაუბრია. ნაყოფიას ინფორმაციითვე, მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე.

 „პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“. -განაცხადა ნაყოფიამ.

მან არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ის საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდება და „სწორ გზას დაადგება“.

„ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის მხრიდან, როდესაც ნიკა მელია ციხეში ზის. ადამიანი ციხეშია და ის უკე მომავალ არჩევნებზე საუბრობს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, სიმართლე გითხრათ, დიდად, ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა. ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი არ არის, რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება“ .- განაცხადა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთი და იმავე სტრატეგიით მონაწილეობს არჩევნებში, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას” – დეკანოიძე ციხეში მელიას შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g