რამდენიმე დღის წინ, UFC-ს სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც არასდროს აპირებს პოლიტიკაში წასვლას.
მერაბ დვალიშვილის აღნიშნულმა სტატუსმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის კრიტიკულ კომენტარებს „ფეისბუკში“ ეხმაურება აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი და წერს:
„რანაირად ვიცით ქართველებმა. ჯერ ცაში ავიყვანთ ქებით ადამიანს და მერე უცებ რაღაც ისეთი მოხდება, რაც უმეტესობას არ მოსწონს და ეგრევე მიწაზე ვანარცხებთ! ადამიანები ვართ და არა ღმერთები. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ!
განა ისეთი რა დაწერა მერაბ დვალიშვილმა, რომ მთელი ჩემი „ფეისბუქ ფიდი„ აკრიტიკებს?!
ისე იზამთ, საქართველოსკენ აღარ გამოიხედება ბიჭი!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
რანაირად ვიცით ქართველებმა. ჯერ ცაში ავიყვანთ ქებით ადამიანს და მერე უცებ რაღაც ისეთი მოხდება, რაც უმეტესობას არ მოსწონს…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on შაბათი, 22 თებერვალი, 2025